მოითხოვე სესხი

ბლოგი
როგორ შევარჩიოთ სასურველი ავტომობილის ზომა და გაბარიტები?
22 ნოემბერი, 2017

ახალი ავტომობილის შეძენა, ნამდვილად ამაღელვებელი მომენტია, მაგრამ არჩევანის მრავალფეროვნება შეიძლება დამაბნეველი იყოს. იმისთვის რომ შერჩევა უფრო ამრტივი გახადოთ, მოიძიეთ ავტოდილერები. შეაფასეთ თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე და შეარჩიეთ ხელმისაწვდომი ვარიანტი რომელიც თქვენი ცხოვრების სტილზე იქნება მორგებული. გადაწყვიტეთ რა ზომის ავტომობილი გჭირდებათ ოჯახური და სატრასნპორტო საჭიროებებიდან გამომდინარე.

ავტომობილის ზომა და გაბარიტები


შეიძინეთ მცირე ზომის ავტომობილი თუ გსურთ რომ ფული დაზოგოთ.

ფეშენებელური სპორტული ავტომობილების გარდა, სხვა მცირე ზომის ავტომობილები როგორც წესი უფრო ნაკელბი ღირს ვიდრე დიდი ზომის ავტომობილები. როგორც წესი ასეთი ავტომობილები მოიხმარენ უფრო ნაკლებ საწვავს, რაც გრძელვადიან პერიოდში დაგიზოგავთ ფულს და დანახარჯებს. აირჩიეთ მცირე ზომის ავტომობილი თუ ის ერგება თქვენი ცხოვრების სტილს და თქვენი ოჯახი კომფორტულად თავსდება მასში.

ძალიან ბევრი მცირე ზომის ავტომობილი, გასაოცრად ტევადია რაც არ უნდა გსაკვირი იყოს. შერჩევისას სანამ დაიწუნებთ ავტომობილის მისი მცირე ზომის გამო, გირჩევთ ადგილზე ეწვიოთ დილერს ან პატრონს და ისე შეაფასოთ მისი მოცულობა და გაბარიტები.

 

შეეცადეთ თავი შეიკავოთ 2 კარიანი ავტომობილებისგან თუ ოჯახისთვის ყიდულობთ ან 2-ზე მეტი ადამიანის გადაყვანა გიწევთ ხოლმე.

თუ გყავთ ან ახლო მომავალში მოსალოდნელია რომ იყოლიოთ შვილები, ან ხშირად მგზავრობთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, შეარჩიეთ 4 კარიანი მცირე ზომის ავტომობილი და არა 2 კარიანი. წინა სავარძლის გათავისუფლება, საზურგის გადაწევა და გადმოწევა, დროთა განმავლობაში იმატებს, რაც უფრო და უფრო მეტად შემაწუხებელი გახდება.


შეიძინეთ სრული ზომის მინივენი ან მაღალი გამავლობის ავტომობილი თუ გყავთ დიდი ზომის ოჯახი.

თუ მუდმივად გიწევთ 4 ან მეტი ადამიანის გადაყვანა, დაგჭირდებათ დიდი ფართი ავტომობილში. ასეთ შემთხვევაში შეარჩიეთ დიდი ზომის ავტომობილი, რომ მოერგოთ თქვენს საჭიროებებს. მინივენს ან მაღალი გამავლობის ავტომობილს შეუძლია გადაიყვანოს 8 მგზავრი თუ დავამატებთ სავარძლების მესამე რიგს. ზოგიერთ მაღალი გამავლობის ავტომობილს შეუძლუა 15-მდე მგზავრის გადაყვანაც კი.

 

შეიძინეთ პიკაპი, თუ ხშირად გიწევთ დიდი ზომის ნივთების გადატანა.

პიკაპის ტიპის ავტომობილი საკმაოდ პოპილარულია როცა ტვირთის გადაზიდვაზე მიდგება საქმე. განსაკუთრებით თუ გიწევთ ბინძური ტვირთის გადატანა, ნამდვილად არ ისურვებთ ასეთი ტვირთის ავტომობილის დახურულ სივრცეში ან საბარგულში მოთავსებას. პოტენციური ტვირთის ზმიდან გამომდიანრე შეგიძლიათ შეარჩიოთ განსაკუთრებულად დიდი გაბარიტების პიკაპი ან შედარებით მომცრო ზომის, სტანდრტული


© 2018 ევროკრედიტი