მოითხოვე სესხი

ბლოგი
იპოვე შენი ავტომობილი
1 დეკემბერი, 2017

ახალი ავტომობილის შეძენა, ნამდვილად ამაღელვებელი მომენტია, მაგრამ არჩევანის მრავალფეროვნება შეიძლება დამაბნეველი იყოს. იმისთვის რომ შერჩევა უფრო ამრტივი გახადოთ, მოიძიეთ ავტოდილერები. შეაფასეთ თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე და შეარჩიეთ ხელმისაწვდომი ვარიანტი რომელიც თქვენი ცხოვრების სტილზე იქნება მორგებული. გადაწყვიტეთ რა ზომის ავტომობილი გჭირდებათ ოჯახური და სატრასნპორტო საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

ავტომობილის შესაძენად საჭირო ბიუჯეტი

ზოგადად მიჩნეულია რომ ავტომობილის გადასახადები არ უნდა ჭარბებდეს ყოველტვიური შემოსავლის 15 %-ს. ეს პროცენტული წილი დაგიტოვებთ საშუალებას რომ დაფაროთ სხვა ყოველთვიური ხარჯები როგორიცაა, ქირა ან იპოთეკა, საკვები, კომუნალურები და დაზღვევა. ყოველთვიური ხარჯების დასათვლელად გამოიყენეთ ტელეფონის აპლიკაციები ან ექსელის ცხრილი და უკეთ დაინახავთ სურათს თუ არის შესაძლებელი რომ თქვენი შემოსავლების მეტი წილი დაუთმოთ ავტომობილს.


 

ახალი თუ მეორადი ავტმობილი

ყველაზე რელევანტური რასაც უნდა დაეყრდნოთ ახალსა და მეორად ავტომობილს შორის არჩევანის გაკეთებისას, არის თქვენი ბიუჯეტი. მეორადი ავტომობილები ყოველთვის ნაკლები ღირს და მომგებიანია. თუმცა საჭიროებს გულდასმით შემოწმებას სპეციალისტის მიერ, რათა დარწმუნდეთ რომ ავტომობილი გამართულად მუშაობს. თავი შეიკავეთ ისეთი ავტომობილის შეძენისგან რომელსაც მანამდე რამდენიმე პატრონი ყავდა, როოგრც წესი ეს ცუდის ნიშანია.

  


საწვავის ხარჯი

თუ გსურთ ჯართეფექტური ავტომობილი და დღეში 100 კილომეტრზე ნაკლებს გადიხართ, ჰიბრიდული ავტომობილი საუკთესო გამოსავალია. თუ შორ მანძილზე გიწევთ მგზავრობა რეგულარულად, ჯობს ეკონომ ზომის 4 ცილინდირან ავტომობილზე შეაჩეროთ არჩევანი. ნაკლები ცილინდრების ქონა, ნაკლები საწვავის ხარჯს ნიშნავს.

დიზელზე მომუშავე ავტომობილები შესაძლოა უკეთესი ვარიანტი იყოს იმ შემთხვევაში თუ ბევრს გადაადგილდებით გზატკეცილებზე, რადგან დიზელი იაფია ვიდრე ბენზინი.

 

 

© 2018 ევროკრედიტი